ევროპის ჩემპიონატზე ამ დრომდე გამოსულმა ქართველმა ძალოსნებმა 25 სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვეს

საქართველოს 15 და 17 წლამდე ძალოსანთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას დღეს დაასრულებს.

მიმდინარე ჩემპიონატზე ამ დრომდე გამოსულმა ცხრავე ძალოსანმა საპრიზო ადგილი დაიკავა.

საერთო ჯამში ქართველმა ძალოსნებმა 25 სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვეს, საიდანაც 22  ზურაბ ანთაურის გუნდის ანგარიშზეა, 3 კი თემურ ჯანჯღავას გუნდს ეკუთვნის.

ქართულ გუნდს პირველი მედლები მარიამ მაისურაძემ მოუტანა. ძალოსანმა  1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

დებიუტანტმა  დიმიტრი აბრალავამ კი ევროპის ჩემპიონობა იზეიმა. ძალოსნის ანგარიშზე 1 ბრინჯაოსა და 2 ოქროს მედალია.

1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაიმშვენა მკერდი გიგა ოდიკაძემ.

ლერი ნეფარიძემ კი  1 ბრინჯაო და 2 ვერცხლი დაისაკუთრა.

მედლის მოპოვება შეძლო რევაზ მილდიანმაც, ძალოსანმა აკვრის ბრინჯაო მოიპოვა.

2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედლით იზეიმა ევროპის ჩემპიონობა ლევან ოჩიგავამ.

ბრწინვალედ იასპარეზა ნიკოლოზ ესართიამ. ძალოსანი  ევროპის  ჩემპიონი 3 ოქროს მედლით გახდა.

3 ვერცხლის მედალს დაეუფლა გივი დარსაველიძე.

გიორგი აბულაძემ კი 1 ბრინჯაო და 2 ვერცხლი მოიპოვა.

ვაჟთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზურაბ ანთაური

გოგონათა ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ჯანჯღავა

ნაკრები გუნდის მწვრთნელები: ბეჟან ჭიჭინაძე, დავით ხარატაშვილი

ფიზიო-თერაპევტი რუსლან ღიბრაძე

ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს ოთხ ქართველ ძალოსანს ვიხილავთ.

14:30 საათზე ფიცარნაგზე გერვასი თაბაგარი (96 კგ.) და საბა ადამია (96 კგ.) გამოვლენ.  17 :00 საათზე ირაკლი ვეკუა (+102 კგ.) იასპარეზებს, 20:30 საათზე კი შეჯიბრზე საქართველოს ნაკრების ბოლო მონაწილე, მარიამ მურღვლიანი (76 კგ.) გამოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები