ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 2 დღის ჯამში 13 მედლის მოპოვება შეძლო

პოლონეთში მიმდინარე U15 და U17 ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 2 დღის ჯამში 13 მედლის მოპოვება შეძლო. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე გამოსული 5 ძალოსნიდან უმედლოდ არცერთი დარჩენილა.

ქართულ გუნდს პირველი მედლები მარიამ მაისურაძემ მოუტანა. ძალოსანმა  1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. დებიუტანტმა  დიმიტრი აბრალავამ კი ევროპის ჩემპიონობა იზეიმა. ძალოსნის ანგარიშზე 1 ბრინჯაოსა და 2 ოქროს მედალია.  1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაიმშვენა მკერდი გიგა ოდიკაძემ, ლერი ნეფარიძემ კი  1 ბრინჯაო და 2 ვერცხლი დაისაკუთრა. მედლის მოპოვება შეძლო რევაზ მილდიანმაც, ძალოსანმა აკვრის ბრინჯაო მოიპოვა.

ვაჟთა ნაკრების  მთავარი მწვრთნელი- ზურაბ ანთაური

გოგონათა ნაკრების მთავარი მწვრთნელი – თემურ ჯანჯღავა

ნაკრები გუნდის მწვრთნელები – ბეჟან ჭიჭინაძე, დავით ხარატაშვილი

ფიზიო-თერაპევტი – რუსლან ღიბრაძე

გენერალური მდივანი – რუსკა მურადაშვილი

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრები ასპარეზობას ხვალიდან გააგრძელებენ.
  • განრიგი საქართველოს დროის მიხედვით:
14 აგვისტო 19:00 სთ. ლევან ოჩიგავა (73 კგ.)
15 აგვისტო 17:00 სთ. ნიკა ესართია 81 კგ.
15 აგვისტო 19:00 სთ. გიორგი აბულაძე (96 კგ.)
15 აგვისტო 19:00 სთ. გივი დარსაველიძე (102 კგ.)
16 აგვისტო 14:30 სთ. გერვასი თაბაგარი (96 კგ.)
16 აგვისტო 14:30 სთ. საბა ადამია (96 კგ.)
16 აგვისტო 17:00 სთ. ირაკლი ვეკუა (+102 კგ.)
16 აგვისტო 20:30 სთ. მარიამ მურღვლიანი 76 კგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები