ლუკა კუხალაშვილი-პირველი ქართველი მოცურავე, რომელმაც 100-მეტრიანი დისტანცია 51 წამზე ნაკლებ დროში დაფარა

საქართველოს მოცურავეთა კლუბის ინფორმაციით, იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე 2022 წლის ევროპის საწყლოსნო სახეობათა ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ლუკა კუხალაშვილმა 100 მ. თავისუფალი ყაიდაზე საკვალიფიკაციო გაცურვაში საქართველოს ახალი რეკორდი დაამყარა შედეგით 0:50.90. მან დავით აბესაძის მიერ 2021 წელს ნაჩვენები დრო(0:51.33) გააუმჯობესა.

თავად ლუკას პირადი საუკეთესო შედეგი ამ დისტანციაზე 0:51:49 წამს შეადგენდა. კუხალაშვილმა მისთვის სარეკორდო(50-მეტრიან აუზზე) 782 ფინას ქულაც მოიპოვა და გახდა პირველი ქართველი მოცურავე, რომელმაც 100-მეტრიანი დისტანცია 51 წამზე ნაკლებ დროში დაფარა. ეს ლუკასთვის 50-მეტრიან აუზზე დაფიქსირებული საქართველოს პირველი რეკორდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები