3 მედალი ევროპიდან – მარიამ მაისურაძემ ევროპის ჩემპიონატზე 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

პოლონეთის ქალაქ რაშინში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 49 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე მარიამ მაისურაძემ  მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას ყველა მითითება ბრწყინვალედ შეასრულა და სამივე დისციპლინაში მედლები მოიპოვა.

ქართველმა ძალოსანმა ატაცში 66/ 69/72კგ.  დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

მაისურაძემ აკვრაში თავი 84/88 კილოგრამს გაართვა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ასევე ბრინჯაოს მედლის მომტანი გახდა ორჭიდის ჯამში მოგროვილი 160 კილოგრამიც.

ამასთანავე მაისურაძემ საქართველოს რეკორდებიც დაამყარა. ძალოსანმა ატაცში  3, აკვრაში 3, ორჭიდში კი 6  კილოგრამით გააუმჯობესა ქვეყნის რეკორდი, რომელიც მასვე ეკუთვნოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები