საქართველო კალათბურთში 2022 წლის ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს

1 სექტემბრიდან 7 სექტემბრის ჩათვლით, საქართველო კალათბურთში 2022 წლის ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. ევრობასკეტ-2022-ის „ა“ ჯგუფის თამაშები, სადაც ესპანეთის, თურქეთის, ბელგიის, ბულგარეთის, მონტენეგროს და საქართველოს ნაკრები გუნდები იღებენ მონაწილეობას, „თბილისი არენაზე“ გაიმართება.

საერთაშორისო კალათბურთის ფედერაციის, FIBA-ს ტრადიციული პროექტის, „ტროფი ტურის“ ფარგლებში, 11-12 აგვისტოს, საქართველოს ევრობასკეტის თასი ესტუმრება რომელიც ნიკოლაი სემაშენკოს სახელს ატარებს.

ქართული ტურის ფარგლებში, ევრობასკეტის საჩემპიონო თასი დედაქალაქის სხვადასხვა ღირსშესანიშნავ ადგილებს ეწვევა, წარმოდგენილი იქნება საქართველო – ისრაელის ამხანაგურ მატჩზე და სხვადასხვა აქტივობებსა და ღონისძიებებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები