საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორია

ინდოეთის ქალაქ ჩენაიში გამართულ საჭადრაკო ოლიმპიადაზე საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა.

ქართველმა მოჭადრაკეებმა დასკვნით, XI ტურში აზერბაიჯანის ნაკრებს 3:1 სძლიეს და ვერცხლის მედლები მოიპოვეს.  პარტიის მოგება მერი არაბიძემ და ნინო ბაციაშვილმა მოახერხეს, ნანა ძაგნიძემ და ლელა ჯავახიშვილმა კი აზერბაიჯანელ მეტოქეებთან შეხვედრა ყაიმით დაასრულეს.

ოლიმპიური ჩემპიონი უკრაინის ქალთა ნაკრები გახდა. მესამე ადგილზე კი ინდოეთის ქალთა პირველი ნაკრები გავიდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა, 2008 წლის ოლიმპიადის შემდეგ, საუკეთესო შედეგი აჩვენა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, მეცხრედ მოიპოვა მედალი საჭადრაკო ოლიმპიადაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები