ეროვნული ბიბლიოთეკაში ანზორ ერქომაიშვილის მიერ შედგენილი კატალოგის წარდგინება გაიმართა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ანზორ ერქომაიშვილის მიერ შედგენილი კატალოგის – „პირველი ქართული ფონოჩანაწერები ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოთეკის არქივებიდან“  – წარდგინება გაიმართა.

„კატალოგი მოიცავს ანზორ ერქომაიშვილის ერთ-ერთ უკანასკნელ ნაშრომს, რომელიც გამოსაცემად მოამზადა, მაგრამ ჩანაფიქრის ბოლომდე განხორციელება ვერ მოასწრო.

ბატონი ანზორის სურვილი საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ აასრულა.

წიგნის რედაქტორია იოსებ ჭუმბურიძე.

პირველი თბილისური ფონოჩანაწერი 1901 წლით თარიღდება“ – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ბრიტანულმა კომპანია „გრამოფონმა”, თავის დროზე, უდიდესი საქმე გააკეთა: ფირფიტებზე ჩაწერა მაშინდელ დიდებულ შემსრულებელთა ხმები და ქართული ხალხური სიმღერების ორასწლოვანი ვარიანტები, რომელთა დაკარგვა არა მხოლოდ ჩვენი მუსიკალური ფოლკლორისთვის იქნებოდა აუნაზღაურებელი დანაკლისი”, – წერს ანზორ ერქომაიშვილი გამოცემის წინასიტყვაობაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები