ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ათლეტებმა პირველობა არავის დაუთმეს

7 აგვისტოს ბათუმში ევროპის ჩემპიონატი გაიმართა მოუხერხებელი მორის აწევაში. შეჯიბრებაში 6 ქვეყანა მონაწილეობდა: საქართველო, თურქეთი, გერმანია, ბულგარეთი, სომხეთი და უკრაინა.

ქართველმა ათლეტებმა სამივე წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავეს.

საბოლოო შედეგი ასეთია:

  • +105 წონითი კატეგორია – ჭაბუკა ჭიღლაძე I ადგილი
  • 105 წონითი კატეგორია – ლუკა ჩიკვილაზე I ადგილი
  • 90 წონითი კატეგორია – ხვიჩა მჭედლიშვილი I ადგილი

8 აგვისტოს კი ბათუმში გაიმართა ევროპის გუნდური ჩემპიონატი უძლიერეს მამაკაცთა შორის. საქართველოს გუნდი 3 ათლეტისგან შედგებოდა – კაპიტანი ჭაბუკა ჭიღლაძე +105 კგ, გუნდის წევრი ლუკა ჩიკვილაძე 105 კგ და გუნდის წევრი ნიკა ლეკაიძე +105 კგ.

ესტაფეტაში მძიმე წონის სწრაფ აწევასა და გადაადგილებაში, გუნდურ ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა ლიდერობა არავის დაუთმო.

ქართველმა სპორტსმენებმა გამარჯვება აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას მიუძღვნეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები