ლიეტუვაში აგვისტოს ომის ამსახველი ფოტომასალა გამოიფინა

რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს განხორციელებული ღია სამხედრო ინტერვენციიდან 14 წლისთავთან დაკავშირებით, ლიეტუვაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ლიეტუვის ოკუპაციისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის მუზეუმში, 7 აგვისტოს გაიხსნა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა ამსახველი ფოტომასალა, რომელიც ორი კვირის განმავლობაში იქნება გამოფენილი.

“რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის ამსახველი ფოტოები მომზადებულ იქნა გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრისა და მეგობრობის ხიდი „ქართლოსის“ მიერ, ხოლო იძულებით გადაადგილებულ პირთა ამსახველი ფოტოგამოფენის ავტორები არიან ჯონ ჯონსი (Jon Jones) და მალკოლმ ლინტონი (Malcolm Linton).”, – ნათქვამია საქართველოს დიპლომატიური მისიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები