ცოტნე ბეჟაშვილმა წოლჭიმში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა

2-7 აგვისტოს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე წოლჭიმში, სიღნაღელმა ძალოსანმა ცოტნე ბეჟაშვილმა 66 კგ კატეგორიაში ყველას აჯობა, 165 კგ იოლად დაძლია და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონატი სხვადასხვა წონით და ასაკობრივ კატეგორიაში იმართება.

IPF-ის ვერსიით, ეს საქართველოს ისტორიაში ევროპირველობაზე მოპოვებული მეორე ოქროს მედალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები