ანასტასია ჩხარტიშვილი საერთაშორისო ტურნირის ვიცე-ჩემპიონია

ქალაქ ალბენაში (ბულგარეთი) მაგიდის ჩოგბურთში საერთაშორისო, ყოველწლიური ტურნირი გაიმართა.

ტურნირში საქართველოს, იტალიის, რუმინეთის, თურქეთის, უკრაინის, ბულგარეთის, ყაზახეთის და მოლდოვას სპორტსმენები მონაწილეობდნენ.

საქართველოს ამჟამინდელმა ჩემპიონმა U15 და U17 გოგონათა შორის – 13 წლის ანასტასია ჩხარტიშვილმა, რომელმაც ფინალური ბრძოლა მასპინძელთან, ბულგარეთის ჩემპიონ ანიტა პეტკოვასთან დათმო, U19 გოგონათა შორის ვიცე-ჩემპიონის სტატუსი მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, მიმდინარე წლის 19-25 სექტემბერს, სპორტკომპლექს „არენა II“-ში ჩატარდება მსოფლიო თასის ეტაპი მაგიდის ჩოგბურთში, რომელშიც მსოფლიო რეიტინგის უძლიერესი ახალგაზრდა მოთამაშეები მიიღებენ მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები