დაბა მესტია „მესტიის მოკლემეტრაჟიან და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალს“ უმასპინძლებს

17 აგვისტოდან 21 აგვისტოს ჩათვლით, დაბა მესტია „მესტიის მოკლემეტრაჟიან და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალს“ უმასპინძლებს.

მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალის ისტორია შარშან დაიწყო მერაბ კოკოჩაშვილის 50 წლის წინ გადაღებული ფილმით და წელს მეორედ ტარდება.

მესტიაში უამრავ სტუმარს ელოდებიან 21 ქვეყნიდან დაიგება წითელი ხალიჩა, გაიცემა პრიზები…

ერთ-ერთ პრიზში, რომელიც სვანური კოშკის ბროლის მაკეტს წარმოადგენს, მიხეილ ხერგიანის საბედისწერო თოკის ფრაგმენტია მოთავსებული, რომელიც ცნობილ ქართველ მთამსვლელს იტალიაში გაუწყდა.

წლევანდელი ფესტივალი მიხეილ ხერგიანის დაბადებიდან 90 წელს ეძღვნება. ეს თარიღი 20 აგვისტოს, სწორედ ფესტივალის მუშაობის დღეებში სრულდება.

წარმოგიდგენთ, მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალის პროგრამას:

17 აგვისტო

გახსნის ცერემონიალი

18.00-21.00

“არავის მიწა” (იტალია) – რაინოლდ და საიმონ მესნერების ფილმი (ხანგრძლივობა: 1:20:00)

წვეულება

18 აგვისტო

12:00 გასეირნება ბუნებაში და ბარბარა გასერის მასტერკლასი ღია ცის ქვეშ – “ოქროს გლობუსის დაჯილდოება, მრავალფეროვნება, ცვლილებები და სირთულე გლობალურ გარემოში“

პიკნიკი

  • პირველი საკონკურსო სექცია – მოკლემეტრაჟიანები

17:00 – 18:30

ხანგრძლივობა – 94:00

1) „ესმერალდა“ (მექსიკა) – რეჟ.:  სამანტა ოროსკო კარვაიო, 14:00

2) „სევდა” (სერბეთი) –  რეჟ.: სტეფან ტეოფილოვიჩი,  06:30

3) ,,სამზადისი” (საქართველო) – რეჟ.: ილია ასიტაშვილი, 15: 00

4) „ჩემი პარტნიორი ჟირაფი” (ირანი) – რეჟ.: სალადინ ნური მოტაგი, 13:28

5) ,,შეშლილი ბელგიელი: განაგრძე სვლა” (ბელგია) – ივან დუნსპორი,  რეჟ.: 12:46

6) ,,ქალების სკიმოს პროექტი, ოპუსი ისლანდია“ (საფრანგეთი) – რეჟ.: ტანია ნავილი, ლეო ვატებლედი, 26:00

7) ,,სიცარიელის მიღმა” (იტალია) –რეჟ.: ლუკა ალბრისი, 17:00

  • საკონკურსო სექცია – მთის თემატიკის ფილმები

19:00-21:00

ხანგრძლივობა – 1:55:00

1) “რკინის მთხრელი” (ნეპალი) – რეჟ.: ანილ ბუდა მაჰარი, 51:00

2) “დაულაგირი ჩემი ევერესტია” (სლოვაკეთი) – რეჟ.: პავოლ ბარაბაში, 01:04:00

19 აგვისტო

12:00 ერვე შნაიდის მასტერკლასი კინომონტაჟის შესახებ – „პირველი სცენა“

16:00 გამომცემლობის – “Creative Angels” წიგნების პრეზენტაცია (სამოგზაურო და ტურისტული ნამუშევრები)

  • მეორე საკონკურსო სექცია – მოკლემეტრაჟიანები

17:00 – 18:30

ხანგრძლივობა – 94:00

  1. “ალამანი” (ყირგიზეთი) – რეჟ.:ილგიზ-შემიაზ ტურსუნბეკ უული, 15:00
  2. „ნათლობა იორდანეში“ (საქართველო) – რეჟ.: მიხეილ კვირიკაძე, 26:00
  3. “უკანასკნელი რაინდი” (უკრაინა) – რეჟ.: ოლექსანდერ ონუფრიევი, 12:11
  4. “მეგაპოლისი” (თურქეთი) –რეჟ.: ოღუსჰან კაია, 05:35
  5. “რატომ” (ავსტრია) – რეჟ.: სიმონ პლაცერი, პოლ ტრენკვალდერი, 36:00
  • საკონკურსო სექცია – მთის თემატიკის ფილმები

19:00-21:00

ხანგრძლივობა 01:23:11, 01:02:00

  1. “პოლონინა, ჩემი სიზმარი“ (პოლონეთი) – რეჟ.: რობერტ ზურაკოვსკი, 01:23:11

შესვენება

  1. “ამ მთებში” (იტალია) –რეჟ.:ანდრეა სბარეტი, 01:02:00

20 აგვისტო

12:00 ჟაიდარბეკ კურგუნჟინოვის მასტერკლასი -„კასკადიორობის ხელოვნება“

ჟაიდარბეკ კურგუნჟინოვი მოგვიყვება მისი განვლილი ცხოვრების შესახებ, როგორ აყალიბებდა და წვრთნიდა თავის გუნდს მსოფლიო ასპარეზზე გასასვლელად, გვაჩვენებს, რომ შეუძლებელი არაფერია. მოგვითხრობს გუნდის ისტორიას და სხვადასხვა გადასაღები მოედნების გამოცდილებების შესახებ.

ასევე, გაგვიზიარებს ჰოლივუდის ვარსკვლავებთან მუშაობის თავისებურებებს. გაგვანდობს მსოფლიოში ცნობილი საერთაშორისო ჯგუფის “NOMAD STUNTS”  განვითარების გზებს და სამომავლო გეგმებს

15:00 სვანური ტრადიციული მარილის მასტერკლასი – „ჯიმ შვანხანი“

ეს არის ოქროს პალმის რტოს მფლობელი ქართველი რეჟისორის, მიხეილ კალატოზოვის (კალატოზიშვილის) ქართული მთის თემატიკის დოკუმენტური ფილმის, „ჯიმ შვანთე“ შთაგონებით ორგანიზებული მასტერკლასი, სახელწოდებით „ჯიმ შვანხანი“, რომელიც საშუალებას მოგცემთ დაეუფლოთ ტრადიციული სვანური მარილის შექმნის საიდუმლოს.

  • მესამე საკონკურსო სექცია – მოკლემეტრაჟიანები

16:30 – 18:00

ხანგრძლივობა – 1:50:00

  1. „სიზიფე“ (ლიეტუვა) – რეჟ.: ემილის ველივისი (9:20) (არასაკონკურსო)
  2. “კრუქსი (ჯვარი)” (საფრანგეთი) – რეჟ.: კოლინ ვან დერ სტრაეტენი, 23:24
  3. “ქალი, ვერტაკალური გზა” (ესპანეთი) – რეჟ.: რობერტო ხორხე რამოსი, 26:45
  4. “3653 დღიანი მოგზაურობა” (იაპონია)– რეჟ.: კოზუე ნომოტო, 39:47
  5. “ბიჭი და მთა” (ჩილე) – რეჟ.: სანტიაგო აგილერა, გაბრიელ მონრეალი, 11:23
  • საკონკურსო სექცია – მთის თემატიკის ფილმები

19:00-21:00

ხანგრძლივობა – 1:21:00; 74:00

  1. “წითელი სახლი” (იტალია) – რეჟ.: ფრანჩესკო კატარინოლო, 01:21:00

შესვენება

  1. “სლეგატო (შერწყმა)” (იტალია) – რეჟ.: გაბრიელე დონატი, 35:53
  2. “ლაგუშედა“ (საქართველო) – რეჟ.: სპარტაკ ფარჯიანი, 39:00 (არასაკონკურსო)

21 აგვისტო

სპეციალური პროგრამები მუზეუმში

  1. „სინერამას“ საბავშვო – საყმაწვილო ფილმები
  2. უკრაინის პროგრამა

18:00 სპეციალური ჩვენება – „ნამე“, რეჟ.: ზაზა ხალვაში

20:00 ფესტივალის დახურვის საზეიმო ცერემონია და ბანკეტი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები