“კავკასიის ლამაზმანი“ – ჟურნალი “Biograph” -ი საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს

ჟურნალი “Biograph”-ში ცნობილი ბულგარელი ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის მარტინა განჩევას სტატიას აქვეყნებს სახელწოდებით „კავკასიის ლამაზმანი“.

მარტინა განჩევა მკითხველს საქართველოში მოგზაურობისას მიღებულ გამოცდილებებსა და შთაბეჭდილებებს უზიარებს.

“სტატიაში იგი საუბრობს ქართველების სტუმართმოყვარეობაზე, ქვეყნის უნიკალურ ისტორიაზე, ტრადიციებზე, განსხვავებულ ფოლკლორსა და ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნებაზე.

ჟურნალ “Biograph”-ის ჟურნალისტი და ფოტოგრაფი საქართველოს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და  ბულგარეთში საქართველოს  საელჩოს ორგანიზებით, ივნისში ეწვია.

ტურის ფარგლებში ბულგარეთის მედიის წარმომადგენლებისთვის კულინარიული მასტერკლასი გაიმართა, სადაც ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ქართული კერძების მომზადებაში”, – ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები