კომაროველი ნინი მანაგაძე სწავლას საფრანგეთის უნივერსიტეტში განაგრძობს

კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული  ნინი მანაგაძე საფრანგეთის უნივერსიტეტ École Polytechnique-ში ჩაირიცხა დაფინანსებით და სწავლას ფიზიკისა და მათემატიკის ფაკულტეტზე განაგრძობს.

École polytechnique ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სამეცნიერო სასწავლებელია საფრანგეთში. უნივერსიტეტი QS World-ის სტატისტიკის მიხედვით, ფიზიკის მიმართულებით, 39-ე ადგილზეა მსოფლიოს უნივერსიტეტებს შორის.

„ნინი არის: კომაროვის სკოლის 2022 წლის ოქროს მედალოსანი კურსდამთავრებული.

2021 წლის მათემატიკის Kangaroo საერთაშორისო ოლიმპიადის მეორე ადგილოსანი.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ფინალისტი ფიზიკაში (2020; 2021), მათემატიკასა (2022) და ფრანგულში (2022)

ამეცადინებს ქართველ და უცხოელ მოსწავლეებს ფიზიკასა და მათემატიკაში როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე.

Mars Society Georgia-ს წევრი და თანადამფუძნებელია, რომლის მიზანია  საზოგადოებაში მარსის საკითხის პოპულარიზაცია და მისი მნიშვნელობის გააზრება კაცობრიობის მომავლისთვის.

კომაროვის სკოლის მოხალისეთა, ჟურნალისტიკის, კინო და Help Desk კლუბების დამფუძნებელი“, ნათქვამია სკოლა-პანსიონი კომაროვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები