ბათუმი შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალს მასპინძლობს

23 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით ბათუმი შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალს მასპინძლობს.

„ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი“ ერთადერთი კულტურული ღონისძიებაა საქართველოში, რომელმაც უკვე მეხუთედ მოიპოვა იუნესკოს მაღალი პატრონაჟი. სწორედ ამ ფესტივალის დიდი დამსახურებაა, რომ 2021 წელს ბათუმი იუნესკოს კრეატიული ქალაქების ნუსხაში მოხვდა.

ფესტივალის დამაარსებლის, სამხატვრო ხელმძღვანელის, იუნესკოს მშვიდობის არტისტის – ელისო ბოლქვაძის გადაწყვეტილებით, ფესტივალის გახსნითი კონცერტი არის საქველმოქმედო და შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ომის შედეგად დაზარალებულ უკრაინელ ბავშვებს.

ფესტივალი აქტიურად თანამშრომლობს ცნობილი ფრანგი მუსიკოსის და მეთოდოლოგის, პროფესორ მიშელ სონის საერთაშორისო ფონდთან „SOS Talents Foundation“. ფონდის ფინანსური მხარდაჭერით 50-მდე ქართველი ნორჩი ტალანტი ჩაერთო მაესტრო მიშელ სონის ინოვაციურ საფორტეპიანო  მეთოდიკის პროგრამაში.

ასევე, ფესტივალის ფარგლებში აღინიშნება ჩვენს მნიშვნელოვან პარტნიორ ქვეყნებთან: საფრანგეთთან, იტალიასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, საბერძნეთთან, იაპონიასთან ჩვენი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის საიუბილეო თარიღი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები