თორნიკე მოსიაშვილმა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ბანსკა-ბისტრიცას (სლოვაკეთი) XVI ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მესამე დღეს წარმატებას კვლავაც ძიუდოისტთა ნაკრების წარმომადგენელმა მიაღწია – თორნიკე მოსიაშვილმა მესამე ადგილი დაიკავა.

მოსიაშვილი 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობას პირველი წრიდან შეუდგა. დაამარცხა დანიელი, პოლონელი და სომეხი თანატოლები, მაგრამ ნახევარფინალში სლოვენიელ მეტოქესთან წააგო და რეპეშაჟზე გადაერთო. მომავალმა მედალოსანმა მესამე ადგილის დაკავების შანსი წარმატებით გამოიყენა – გადამწყვეტ შეხვედრაში ბელგიელ რეი მარინთან წმინდა გამარჯვება მოიპოვა და კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები