ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად, 2022-2023 სეზონის გრან-პრის უფროსი ასაკის ეტაპებზე სულ 9 ქართველი სპორტსმენი გამოვა

2022  წლის 1  აგვისტოდან  ოფიციალურად  იწყება ახალი სპორტული სეზონი ფიგურულ ციგურაობაში, რომელიც მომავალი ოლიმპიური ოთხწლეულის დასაწყისი  ეტაპია  სპორტსმენებისათვის. 24  აგვისტოდან  კი სტარტს  აიღებს იუნიორთა  შორის  გრან-პრის  ეტაპები, ხოლო ოქტომბრის  თვეში  კი დაიწყება  უფროსი  ასაკის  მოციგურავეებისათვის  გრან-პრის  ეტაპები, რომელიც 8-11  დეკემბერს, იტალიის  ქალაქ  ტურინში  დასრულდება  საფინალო ტურნირით. ინფორმაციას საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, წინა  სეზონის  შედეგების  გათვალისწინებით, რომელიც ქართველი მოციგურავეებისათვის  საკმაოდ  წარმატებული  აღმოჩნდა, საერთაშორისო  საციგურაო კავშირმა გამოაქვეყნა  იმ  რეიტინგულ  სპორტსმენთა  განაწილების  ნუსხა, რომლებიც  ეტაპების მიხედვით მიიღებენ მონაწილეობას გრან-პრის ტურნირებზე.

ჩვენი  ქვეყნის ისტორიაში პირველად,  2022-2023  სეზონის  გრან-პრის უფროსი  ასაკის ეტაპებზე  სულ 9 ქართველი სპორტსმენი გამოვა.

 გაგაცნობთ ეტაპებზე მათი  განაწილების  განრიგს:

        1- ლი  ეტაპი  :  21-23 ოქტომბერი ( ნორვუდი, აშშ)

        მე- 2  ეტაპი   :   28-29 ოქტომბერი  ( მისისაუგა, კანადა)

       მე- 3  ეტაპი  :     4 -6  ნოემბერი  (  ანგერსი, საფრანგეთი)

                           კარინა საფინა, ლუკა ბერულავა

  მე- 4 ეტაპი: 11-13 ნოემბერი (შეფილდი,დიდი ბრიტანეთი)

                                 მორის ყვითელაშვილი

                                 ანასტასია  გუბანოვა

                          მარია კაზაკოვა, გიორგი რევია

                 ანასტასია  მეტელკინა, დანიილ პარკმანი

       მე- 5 ეტაპი:  18 – 20  ნოემბერი (  საპპორა, იაპონია)

                                      ნიკა  ეგაძე

     მე- 6 ეტაპი:  25- 27  ნოემბერი (  ესპო, ფინეთი)

                             მორის  ყვითელაშვილი

                                ანასტასია გუბანოვა

                          კარინა  საფინა , ლუკა  ბერულავა

                          ანასტასია  მეტელკინა, დანიილ პარკმანი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები