ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასი ბრაგის მაყურებლის წინაშე წარდგა

დღეს ისტორიული მნიშვნელობის მქონე ქალაქ ბრაგაში, TEATRO CIRCO- ს სცენაზე, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასი მაყურებლის წინაშე წარდგა სპექტაკლით “3+3”.

სპექტაკლის დასრულების შემდეგ ბრაგის თეატრალური კომპანიის ხელმძღვანელმა რუი მადეირამ, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ვასილ ჩიგოგიძეს ფესტივალის სახელით სიმბოლური საჩუქარი გადასცა და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა

შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასი   პორტუგალიაში ქალაქ ბრაგაში საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალ-გამოფენაზე  ,,PATHS WITHOUT BORDERS იმყოფება.

საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი-გამოფენა  ,,PATHS WITHOUT BORDERS”, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი, თურქეთის, უკრაინის, პორტუგალიისა და იტალიის თეატრები, CTB-BRAGA თეატრალური კომპანიისა და ETA- ევრაზიის თეატრების ასოციაციის მიერაა ორგანიზებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები