ხელოვნების სასახლის ხილვა უკვე მიქელანჯელოს ფონდის ონლაინ პლატფორმა: HOMO FABER-ზე არის შესაძლებელი

ხელოვნების სასახლის ხილვა უკვე მიქელანჯელოს ფონდის ონლაინ პლატფორმა: HOMO FABER-ზე არის შესაძლებელი – ნათქვამია საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Homo Faber Guide არის ინოვაციური სივრცე, რომელიც შექმნილია Michelangelo Foundation for Creative and Craftsmanship-ის მიერ. აღნიშნული საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია, დაფუძნებულია ჟენევაში 2016 წელს.

მიქელანჯელოს ფონდის მთავარი მიზანია კულტურული ინსტიტუციების პოპულარიზაცია და შენარჩუნება. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა HOMO FABER ის პლატფორმა, სადაც დეტალურად შეიტყობთ ინფორმაციას ისეთი გამორჩეული მუზეუმების შესახებ, როგორებიცაა: ირლანდიის ეროვნული მუზეუმი (The National Museum of Ireland), შოტლანდიის ეროვნული მუზეუმი (National Museum of Scotland), ნიუთაუნის ტექსტილის მუზეუმი (Newtown Textile Museum, United Kingdom), MOA Museum of Art (Japan) და ა.შ…

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები