შტუტგარტი-თბილისი – ახალი ევროპული მიმართულება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში

გერმანულმა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-მა შტუტგარტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გვიან ღამით პირველი პირდაპირი რეგულარული რეისი შეასრულა.

„ავიაკომპანია შტუტგარტი-თბილისი-შტუტგარტის საჰაერო ხაზზე კვირაში ორი სიხშირით, AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდით იფრენს. პირველ რეისს შტუტგარტიდან 155 მგზავრი ჩამოყვა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავიაკომპანია Eurowings-თან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებისა და მიმართულებების გაზრდის მიზნით 2017 წლიდან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

Eurowings-ი საქართველოს ავიაბაზარზე 2021 წლის 4 ივლისიდან შემოვიდა და დიუსელდორფსა და თბილისს შორის კვირაში 2 სიხშირით ოპერირებს.”, – ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები