საქართველოს სპორტსმენთა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გაცილების ცერემონიალი გაიმართა

დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა საქართველოს სპორტსმენთა გაცილების ცერემონიალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე.

ევროპის ზაფხულის XVI ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს სლოვაკეთის ქალაქი\ ბანსკა-ბისტრიცა 24-30  ივლისს უმასპინძლებს, სადაც სპორტის 10 სახეობაში იასპარეზებს 48 ქვეყნის 3000-ზე მეტი სპორტსმენი, მათ შორის საქართველოდან სპორტის 7 სახეობაში (ძიუდო, ცურვა, ველოსპორტი, ბადმინტონი, ჩოგბურთი, მძლეოსნობა, სპორტული ტანვარჯიში) იასპარეზებს 28  სპორტსმენი.

ევროპის ზაფხულის XVI ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ცერემონიაზე საქართველოს დელეგაციის მედროშეები იქნებიან  ძიუდოში ევროპის ჩემპიონი ჭაბუკთა შორის ალექსანდრე ლოლაძე  და მოცურავე ლიზი გრიგალაშვილი.

სლოვაკეთში ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციას უხელმძღვანელებს სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი იქნება  სეოკ-ის სპორტული დირექტორი გიორგი ესაკია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები