ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასი პორტუგალიაში მიემგზავრება

ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასი პორტუგალიაში საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალ-გამოფენაზე  ,,PATHS WITHOUT BORDERS” მიემგზავრება სპექტაკლით –  ,,3+3″ (მანანა დოიაშვილი, რეჟისორი ვანო ხუციშვილი)

საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი-გამოფენა  ,,PATHS WITHOUT BORDERS”, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი, თურქეთის, უკრაინის, პორტუგალიისა და იტალიის თეატრები, CTB-BRAGA თეატრალური კომპანიისა და ETA- ევრაზიის თეატრების ასოციაციის მიერაა ორგანიზებული.

სპექტაკლი ,,3+3″ (მანანა დოიაშვილი, რეჟისორი ვანო ხუციშვილი) დედა-შვილის, დების, ახალგაზრდა შეყვარებული წყვილის, ცოლ-ქმრის ურთიერთობაზეა, თუ როგორ უყვართ ახლო ადამიანებს ერთმანეთი და როგორ იქცევა ეს სიყვარული ეგოიზმად ბოროტებად და  დანაშაულად.

მონაწილეობენ: თამარ მდინარაძე, ციცი ბუცხრიკიძე, ნიკა ძნელაძე, შორენა გვეტაძე, ვახტანგ ჩხარტიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები