სანდრო მამუკელაშვილი NBA-ს საზაფხულო ლიგის პირველ სიმბოლურ ხუთეულში შეიყვანეს

სანდრო მამუკელაშვილი NBA-ს საზაფხულო ლიგის პირველ სიმბოლურ ხუთეულში შეიყვანეს – ინფორმაციას საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს.

სანდრომ  საზაფხულო ლიგაზე  5 შეხვედრა ჩაატარა, საშუალოდ  კი 17 ქულა და 8.8 მოხსნა დააგროვა.

მამუკელაშვილთან ერთად საზაფხულო ლიგის პირველ სიმბოლურ ხუთეულში ტარი ისონი, (,,ჰიუსტონ როკეთსი”) კიგან მარი, (,,საკრამენტო კინგსი”) ქვენტინ გრიმსი (,,ნიუ იორკ ნიქსი”) და კემ ტომასი (,,ბრუკლინ ნეთსი”) მოხვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები