სანდრო ბაზაძემ მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

კაიროში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე დიდ წარმატებას მიაღწია ქართველმა ხმლით მოფარიკავემ, ევროპის ჩემპიონატისა და მსოფლიოს თასის მრავალგზის პრიზიორმა, ორგზის ოლიმპიელმა სანდრო ბაზაძემ.

ჩვენი გუნდის ლიდერმა, ვიდრე  ნახევარფინალში გავიდოდა, არაერთი ძლიერი  მეტოქე ჩამოიტოვა, ფინალში გასასვლელ ბრძოლაში კი ოლიმპიური თამაშების სამგზის ჩემპიონს, უნგრელ არონ სილაგის დაუპირისპირდა. ეს სპორტსმენები არაერთხელ შეხვედრიან ერთმანეთს. ამჯერად  ლეგენდარულმა უნგრელმა მოფარიკავემ იმარჯვა (15:11), შემდეგ კი ფინალიც მოიგო და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

სანდრო ბაზაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რაც არა მარტო მისთვის, არამედ დამოუკიდებელი ქართული ფარიკაობის ისტორიაში საუკეთესო შედეგია მსოფლიოს ჩემპიონატებზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები