ბლუზ ფესტივალი დაბრუნდა!

ბევრი ლოდინის შემდეგ, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მიმდებარედ განთავსებულ ბლუზ ვილიჯში, ბლუზის რიგით მეექვსე საერთაშორისო ფესტივალი ისევ ტარდება.

წელს, რიგით მეექვსე ფესტივალზე,  მსმენელს მხოლოდ ქართველი არტისტების მოსმენის შესაძლებლობა ექნებათ. „ეს გადაწყვეტილება 2022 წლის სეზონისთვის გამიზნულად მივიღეთ. ჩვენმა სცენამ, ქართულ აუდიტორიას უამრავი უცხოელი ბლუზ მუსიკოს გაცნობის საშუალება მისცა,  აქ იყვნენ ისეთი არტისტები როგორიცაა დეტრა ფარი, შერონ ლუისი, კრის კეინი, ჯიმი ბერნსი და მრავალი სხვა. ახლა გვინდა რომ   მსმენელის ყურადღება  იმ ქართველ ბლუზ მუსიკოსებზე გავამახვილოთ, რომლებიც როგორც ჩვენს ქვეყანაში ასევე საზღვრებს გარეთ უდიდესი პოპულარობით  და ისეთი წოდებებით სარგებლობენ როგორიცაა ბლუზის მეფე, ყველაზე საინტერესო ბლუზ მუსიკოსი, წლის აღმოჩენა და ასე შემდეგ“ – აცხადებენ ფესტივალის ორგანიზატორები.

რიგით მეექვსე ფესტივალი, 16 ივლისს, ქართველმა არტისტმა ვახო ჟორჟოლიანმა და მისმა ლაივ ბლუზ ბენდმა გახსნა.  ვახო ჟორჟოლიანი როგორც ისრაელში, ისე საქართველოში ბლუზის ერთ-ერთ გამორჩეულ შემსრულებლად ითვლება, ეს კი მისი არაორდინარული შესრულების სტილის დამსახურებაა, რომელიც მსმენელის ყურადღებას პირველივე ბგერიდან იპყრობს.

ფესტივალზე მსმენელი ვახო ჟორჟოლიანის და მისი ბენდის გარდა

ფესტივალზე მსმენელი ვახო ჟორჟოლიანის და მისი ბენდის გარდა ბაკო ალანიას, კაკო ვაშალომიძის, ზაურ შავგულიძის, შოთა და გია ძაგნიძეების, თამაზ თხინვალელის  და “Natural Born Lovers“ -ის განსაკუთრებული შემოქმედების და შესრულების არაორდინარული სტილის მონაწილე გახდება.

ღონისძიებების სერია ლაგოდეხში, ბლუზ ვილიჯში, ყოველ შაბათს  გაიმართება.

ბლუზ ვილიჯი უკვე მეექვსე წელია  საქართველოში და მსოფლიოში ცნობილ ბლუზ მუსიკოსებს მასპინძლობს და ამით ქვეყანაში ბლუზის პოპულარიზაციასა და მაღალი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები