კონსერვატორიელების მორიგი წარმატება!

ზაგრების მეორე საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსში კონსერვატორიის საფორტეპიანო მიმართულების სამი სტუდენტი მონაწილეობდა, სამივე მათგანმა საკუთარ კატეგორიაში გაიმარჯვა და ასევე ორმა სრული კონკურსის გრან-პრი დაიმსახურა:

  • ქეთევან ჭაბუკაიძე – 1 პრემია და ლაურეატის წოდება; (კატეგორია H)
  • დავით ქეცბაია –  1 პრემია, ლაურეატის წოდება (კატეგორია J)  და ასევე კონკურსის გრან-პრი;
  • თორნიკე ბერიძე – 1 პრემია და ლაურეატის წოდება (კატეგორია K) და ასევე კონკურსის გრან-პრი.

სამივე ლაურეატის პედაგოგია  – ქალბატონი მანანა კანდელაკი.

ზაგრების (ხორვატია) მეორე საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი ჩამოყალიბდა პანდემიის პერიოდში ონლაინ ფორმატით და წელსაც განაგრძო აპლიკანტების ასეთი ფორმით მოსმენა/შეფასება.

კონკურსი ტარდება რამდენიმე მიმართულებით – ფორტეპიანო, კლასიკური ვოკალი, სიმებიანი საკრავები და კამერული ანსამბლები. კონკურსანტები სხვადასხვა კლასიფიკაციით გადიან კონკურსზე ასაკობრივი და სხვა მონაცემების მიხედვით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები