2 მედალი ეტლით ფარიკაობაში ვარშავის მსოფლიო თასის გათამაშებიდან

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა გუნდმა, წარმატებით დაასრულა ასპარეზობა ეტლით ფარიკაობაში ვარშავის მსოფლიო თასის გათამაშებაზე. ნაკრების მწვრთნელი მალხაზ მესხი.

ირმა ხეცურიანი, რაპირით ფარიკაობაში ვერცხლის  მედლის მფლობელი გახდა.

ნახევარფინალში  ხეცურიანმა ამერიკელი ელენ გედესი ანგარიშით 15:12 დაამარცხა, ფინალურ შეხვედრაში ტაილანდელ სან სუნ იანასთან 15:7 დათმო ბრძოლა და მეორე ადგილზე გავიდა.

ნინა თიბილაშვილმა, რაპირით ფარიკაობაში ბრინჯაოს  მედალი მოიპოვა.

თიბილაშვილი ნახევარფინალში უნგრელ ევა ჰაიმსთან  შეხვედრისას, ანგარიშით 15:10 დამარცხდა და მესამე ადგილი დაიკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები