მწერალთა სახლის რეზიდენციას ჯერემი თაში ეწვევა

მწერალთა სახლისა და ამერიკის საელჩოს ერთობლივი სარეზიდენციო პროგრამის Writer-in-Residence ფარგლებში  მწერალთა სახლის რეზიდენციას  აშშ-ს თოუსონის უნივერსიტეტის ევრაზიული და გლობალური საკითხების პროფესორი, ჯერემი თაში ეწვევა. რეზიდენციაში ცხოვრების პერიოდში მკვლევარი იმუშავებს რეპრესირებული მწერლების მუზეუმში თავმოყრილ საარქივო მასალებსა და საბჭოთა პერიოდში რეპრესირებული მწერლების ისტორიებზე.

აღნიშნული სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით თბილისს უკვე სტუმრობდა ორი მკვლევარი: ერიკ ლი (აშშ) და მაია ჯაგი (დიდი ბრიტანეთი).

რეპრესირებული მწერლების მუზეუმში საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიისა და მწერალთა სახლის გუნდის მიერ თავმოყრილ მასალებზე დაყრდნობით სარეზიდენციო პროგრამის Writer-in-Residence-ის მონაწილეების მიერ  დაწერილი ტექსტები და ნაშრომები  გამოქვეყნდება ქართულ და ინგლისურ ენებზე როგორც ქართულ, ასევე დასავლურ პრესაში, სხვადასხვა ბეჭდურ თუ ონლაინ პლატფორმაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები