“ევრიმაჟის” გადაწყვეტილებით შტეფან ტოლცის გერმანულ-ქართულ-ბულგარული კოპროდუქცია “ერთი წვეთი” დაფინანსდება

ევროპის საბჭოს კინოფონდ “ევრიმაჟის” მორიგ სამუშაო სესიას სტრასბურგმა ონლაინ ფორმატში უმასპინძლა.

“ევრიმაჟის” გადაწყვეტილებით, 2022 წლის რიგით მეორე სამუშაო სესიაზე სულ 24 ფილმის პროექტი დაფინანსდა 6.511.000 ევროს ოდენობით, აქედან 2 დოკუმენტური ფილმის პროექტი და 2 ანიმაცია.

ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, შერჩეულ პროექტებს შორის მოხვდა შტეფან ტოლცის გერმანულ-ქართულ-ბულგარული კოპროდუქცია “ერთი წვეთი”. “ევრიმაჟის” დაფინანსება – 100 000 ევრო. აღსანიშნავია, რომ პროექტს ასევე აქვს მოპოვებული ეროვნული კინოცენტრის დაფინანსება ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების კონკურსში.

საქართველო „ევრიმაჟის“ წევრი ქვეყანა 2011 წელს გახდა. ამ წლების მანძილზე კინოფონდის მიერ მხარდაჭერილია 18 ქართულ-უცხოური კოპროდუქცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები