მწერალთა სახლის რეზიდენციას ესპანელი მწერალი ნიკოლას მელინი ეწვევა

მწერალთა სახლის ინფორმაციით, 11 ივლისს,19:00 საათზე, გამომცემლობა ,,ინტელექტის” ორგანიზებით, მწერალთა სახლში ნიკოლას მელინის წიგნის „დაზაფრული ატლანტები” წარდგენა გაიმართება.

მთარგმნელი: მაკა გოგოლაშვილი

მოდერატორები: ლანა კალანდია, პაატა შამუგია

ნიკოლას მელინი, ესპანელი მწერალი, მცირე რომანებისა და მოთხრობების ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე ავტორია. გამოირჩევა წერის განსხვავებული მანერით, ზუსტი და ინტენსიური თხრობით მკითხველის ყურადღებას მიმართავს ადამიანის სიღრმისეულ, ფარულ პრობლემებზე. წერს კინოსცენარებსა და სტატიებსაც. ასევე, ის ესპანურ-ამერიკელი მწერლების საერთაშორისო ფესტივალის დირექტორია.

მისი რომანი „დაზაფრული ატლანტები“ მოგვითხრობს ორ ახალგაზრდა ქალზე, რომლებიც ერთად არიან, თუმცა მათი ურთიერთობა ტკივილიანია. ერთი მათგანი სირიელ ლტოლვილებს ეხმარება, რომლებიც დიდი ტანჯვით აღწევენ ევროპის ნაპირებს, სადაც მაინცდამაინც დიდი სტუმართმოყვარეობით არ ეგებებიან. ლუსიას ლტოლვილებზე ზრუნვაში ეხმარება იზაბელიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები