კუალა ლუმპურში რეჟისორ ნანა მჭედლიძის ფილმის „პირველი მერცხალი“ ჩვენება გაიმართა

საქართველოს დიპლომატიური მისიების ინფორმაციით, 2022 წლის 5 ივლისს, მალაიზიაში საქართველოს საელჩოსა და ევროკავშირის კულტურის ინსტიტუტების (EUNIC) მალაიზიის ფილიალის თანაორგანიზებით ქ. კუალა ლუმპურში მდებარე GSC-ის კინოთეატრში რეჟისორ ნანა მჭედლიძის მხატვრული ფილმის „პირველი მერცხალი“  ჩვენება გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ კუალა ლუმპურში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები, გოეთეს ინსტიტუტის, ფრანგული ალიანსის, ბრიტანეთის საბჭოს თანამშრომლები და მალაიზიის მოქალაქეები. ფილმმა მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები