ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში – “EUROART 2022” თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი მიიღებს მონაწილეობას

2022 წლის 6 ივლისიდან 12 ივლისამდე, უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის სტუდენტები და პედაგოგები, სასწავლო თეატრისა და ადმინისტრაციის თანამშრომლები მონაწილეობას მიიღებენ ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში – “EUROART 2022” -, რომელიც მალტის ქართული ცენტრის „GCC-MALTA“ ორგანიზებით იმართება.

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი „ავტორის მაძიებელი ექვსი პერსონაჟი“ (პიესის ავტორი: ლუიჯი პირანდელო), რომელშიც მონაწილეობენ „დრამისა და კინოს მსახიობის“ სპეციალობის მე-6 სემესტრის სტუდენტები (ხელმძღვანელები: გ. შალუტაშვილი; თ. ქათამაშვილი), ასევე „ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორის“ სპეციალობის სტუდენტთა გუნდი (მიმართულების ხელმძღვანელი: მ. მიქაბერიძე, გუნდის ხელმძღვანელი: თ. მანწკავა) წარდგება ქართული ხალხური და ქალაქური სიმღერების კონცერტით.

„უნივერსიტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით, მალტაზე ფუძნდება ხელოვნების ახალგაზრდული ფესტივალი სახელწოდებით „ოქროს საწმისი“, რომელიც უნდა გახდეს მსოფლიოს სახელოვნებო სასწავლებლების კულტურულ-საგანმანათლებლო საზაფხულო ცენტრი.

ფესტივალი გულისხმობს არა მხოლოდ ფილმების, სპექტაკლების, კონცერტების წარმოდგენას, არამედ იმ გამოცდილების გაზიარებას, რომელიც სახელოვნებო დარგების სწავლების მიმართულებით დაგროვდა სხვადასხვა ქვეყანაში. შესაბამისად, ის გულისხმობს ვორქშოპების, მასტერკლასების ჩატარებას, კონფერენციებისა და სიმპოზიუმების გამართვას. სამომავლოდ, ფესტივალი თავისი მასშტაბით გახდება ხმელთაშუაზღვისპირეთის ახალგაზრდული კულტურული ჰაბი

პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ფესტივალის ორგანიზატორია მალტის ქართული კულტურის ცენტრი „GCC-MALTA“ – Irina Tsertsvadze“, – ნათქვამია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები