კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე სოსო ბლიაძის ფილმის “ჩემი ოთახი” პირველი ჩვენება გაიმართა

ჩეხეთის რესპუბლიკაში მიმდინარეობს კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელსაც “ა” კლასის კინოფესტივალის სტატუსი აქვს.

ფესტივალის მთავარ კონკურსში სოსო ბლიაძის მეორე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი “ჩემი ოთახი” შეირჩა.

ფილმის პირველი ჩვენება 4 ივლისს გაიმართა, ხოლო მეორე ჩვენება 7 ივლისს არის დაგეგმილია.

ასევე, ქართული ფილმების პროექტები წარმოდგენილია კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალის ინდუსტრიულ პროგრამაში Works in Progress 2022. ეს პროექტებია: “სოციუმის ნაწილი” – რეჟისორი რატი წითელაძე და “ავტოპორტრეტი ზღვარზე” – რეჟისორი ანნა ძიაპშიპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები