1 ოქრო, 4 ვერცხლი, 3 ბრინჯაო და გუნდური პირველი ადგილი იტალიიდან

იტალიის დედაქალაქ რომში დასრულდა ევროპის 20 -წლამდელთა ჩემპიონატი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში.

საქართველოს ნაკრების წევრებმა 10 წონიდან 8-ში შეძლეს მედლების მოპოვება – 1 ოქრო, 4 ვერცხლი და 3 ბრინჯაო.

ევროპის ჩემპიონი დავით აბდალაძე (61 კგ) გახდა, რომელმაც დრამატულ ფინალში, ბოლო წამებზე, დაამარცხა  მეტოქე. ვერცხლის მედლებს – მერაბ სულეიმანაშვილი (125 კგ), ოთარ ადეიშვილი (79 კგ), დავით კოღუაშვილი (86 კგ) და ანდრო მარგიშვილი (92 კგ) დასჯერდნენ. ბრინჯაოს მედლის მფლობელები კი,  ლუკა ღვინჯილია (57 კგ), ლუკა ხუჭუა (97 კგ) და ლუკა ჯანეზაშვილი (65 კგ) გახდნენ.

საქართველოს ნაკრებმა  169 ქულით საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები