ონში ფოლკლორის საერთაშორისო საბავშვო და ახალგაზრდული ფესტივალი “კავკასია 2022” გაიმართა

მიმდინარე წლის 2 ივლისს, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის ორგანიზებითა და ონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით “გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის სახლში”, ფოლკლორის საერთაშორისო საბავშვო და ახალგაზრდული ფესტივალი “კავკასია 2022” გაიმართა.

აღნიშნულ ფესტივალში საქართველოს მასშტაბით მონაწილეობა მიიღეს 12 მუნიციპალიტეტის ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა.

ფესტივალის ფარგლებში, მოეწყო მონაწილეთა აღლუმი, საზეიმო გახსნა და გალა კონცერტი, რომელიც დაჯილდოებით დასრულდა, ფესტივალის ორგანიზატორებმა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ნომინაციებში გამარჯვებულებს, დიპლომები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები