თამარ ქავთარაძე ყაზახეთის საბავშვო „ვოისის“ სუპერფინალშია

2 ივლისს ყაზახეთის საბავშვო „ვოისის“ ნახევარფინალი გაიმართა, სადაც თამარ ქავთარაძის ნამღერმა კიდევ ერთხელ მოხიბლა ჟიური და მაყურებელი და იგი ფინალში გადავიდა.

ასე გამოეხმაურა თამარის მორიგ გამარჯვებას მისი პედაგოგი ნანა სამხარაძე: გუშინდელი გამოსვლაც და დანარჩენიც ნახეთ მეგობრებო, როგორი ნიჭიერი გოგო გვყავს… თამარ, გილოცავ სუპერ ფინალში გადასვლას. შენ ჩემი ყოველი წარმატების განათება ხარ. შენ მიძლიერებ მუშაობის წყურვილს. მეამაყები და მიხარიხარ და მიყვარხარ უსასრულოდ ჩემო გოგო…“

შეგახსენებთ, რომ თამარ ქავთარაძის მენტორი ყაზახი მომღერლის, მარჯან არაკბაიევაა.

13 წლის თამარ ქავთარაძე გორში ცხოვრობს, მისი პედაგოგია ნანა სამხარაძე. მას ბევრ მუსიკალურ პროექტში აქვს მონაწილეობა მიღებული და ასევე ბევრჯერ აქვს აღებული I ადგილი და გრან-პრი. ამჟამად ამთავრებს გორის სამუსიკო სკოლას ვიოლინოს სპეციალობით. ასევე მღერის გორის გოგონათა გუნდში, რომლის დირიჟორია ნინო წიკლაური.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები