დუბაი – ბათუმის მიმართულებით სეზონური ფრენები განახლდა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 23 ივნისს, ავიაკომპანია Fly Dubai-მ დუბაი – ბათუმის მიმართულებით სეზონური ფრენები განაახლა.

ზაფხულის სეზონზე, რეისები კვირაში ოთხი სიხშირით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევსა და კვირას შესრულდება.

Fly Dubai ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 2017 წლიდან დაფრინავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები