7 ივლისს ქართული დიასპორული თეატრი „დაბრუნება“ პრემიერაზე გეპატიჟებათ

7 ივლისს, 19:00-ზე, ვახტანგ სალარიძის სახელობის საკონცერტო დარბაზის სცენაზე იაკობ გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნა“-ს მოტივებზე შექმნილი სპექტაკლის პრემიერაზე გელოდებით.

ღონისძიების ორგანიზატორია Georgian Diaspora Theatre “Return” • ქართული დიასპორული თეატრი „დაბრუნება“

უპრეცედენტო პროექტის ავტორი და პირველი ქართული საერთაშორისო დიასპორული თეატრის ხელმძღვანელია თიკა სვანიძე ვენკო, რომლის მიზანია ერთ სივრცეში გააერთიანოს ემიგრაციაში და საქართველოში მყოფი პროფესიონალი და მოყვარული მსახიობები.

“აღნიშნული სპექტაკლის მეშვეობით მოხდება მშობლიური ენის ფენომენის, როგორც ღირებულების აღქმა და ხაზგასმა იმ ემოციური კავშირების მეშვეობით, რასაც სპექტაკლი მაყურებლამდე მიიტანს.

პროექტი ხელს შეუწყობს ქართული ენის შენარჩუნების კუთხით, ქართული თეატრის უნიკალური რესურსის გააქტიურებას და ემიგრაციაში ქართული კულტურული კერების შექმნას“- ნათქვამია ქართული დიასპორული თეატრის „დაბრუნება“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები