საუბრები ალექსანდრე ქართველიშვილზე

ქუთაისის ამერიკულ კუთხეში გაიმართა ონლაინ საჯარო ლექცია “საუბრები ალექსანდრე ქართველზე”.

ლექცია ეძღვნებოდა ალექსანდრე ქართველის 125 წლის და საქართველო – ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს.

ლექცია გაიმართება ონლაინ ფორმატით და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

ლელა ქართველი: „დიდი მადლობა  ქუთაისის ამერიკის კუთხეს, ალექსანდრე ქართველისადმი  მიძღვნილი საჯარო ლექციის  ორგანიზებისთვის,  რომლის ინიციატორიც გახლავთ ქალბატონი  მარიამ მარჯანიშვილი – ფილოლოგიის დოქტორი, ქართული ემიგრაციის მეცნიერ-მკვლევარი.

მადლობა მეგობრებო, თქვენ ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების დაგეგმისთვის“

შეგახსენებთ, რომ ამერიკული კუთხეები არის ამერიკის საელჩოს პროექტის ფარგლებში, საქართველოს დიდ ქალაქებში მოწყობილი, ამერიკული სტილის საზოგადოებრივი ცენტრები.

ამერიკული კუთხეების საქმიანობა პარტნიორობაზეა აგებული. ამერიკული კუთხეების მიზანია, ხელი შეუწყოს ურთიერთთანამშრომლობას ქართველ და ამერიკელ ხალხებს შორის ამერიკის შეერთებული შტატების შესახებ სწორი ინფორმაციის მიწოდებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები