მარიამ ბაქრაძემ პარიზის გრან-პრის გათამაშებაზე მეორე ადგილი დაიკავა

საქართველოს პარა მძლეოსნობის ნაკრები გუნდი, პარიზის გრან-პრის გათამაშებაზე წარმატებით ასპარეზობს.

მიმდინარე ტურნირზე, მარიამ ბაქრაძემ, სირბილში 200 მეტრ დისტანციაზე, მეორე ადგილი დაიკავა, 100-მეტრზე კი მესამე  ადგილზე გავიდა.

დღეს,  ამავე ტურნირზე,  გიორგი ნიკოლაძემ სიგრძეზე ხტომაში მეექვსე ადგილი დაიკავა.

საქართველოს პარა მძლეოსნობის ნაკრები  გუნდი, აგრძელებს ასპარეზობას პარიზის გრან-პრის გათამაშებაზე. დავით ქავთარაძე სიგრძეში ხტომაში შეეცდება საპრიზო ადგილის მოპოვებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები