ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ლევან სონღულაშვილს “ექსტრაორდინარი მწვანე ბარათი” მიანიჭა

21-ე საუკუნის ქართველ ვიზუალურ არტისტს, ფერმწერსა და გრაფიკოსს ლევან სონღულაშვილს, რომლის შემოქმედება მხატვრებმა და არტ-კრიტიკოსებმა დაახასიათეს, როგორც „უნიკალური შემოქმედება, დიდი ხელოვნება, ექსტრაორდინალური ნიჭი…“, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა “ექსტრაორდინარი მწვანე ბარათი” მიანიჭა.

“უბედნიერესი დღე! როცა აშშ-მ უმკაცრესი კონტროლისა და პროცედურების შემდეგ “ექსტრაორდინარი მწვანე ბარათი” მომანიჭა. 🥳 🇺🇸”- წერს სოციალურ ქსელშ ლევან სონღულაშვილი.

ამერიკა კონკრეტულად ამ ტიპის მწვანე ბარათს გასცემს ნობელიანტებისთვის, ოსკაროსნებისთვის, გრემისა და პულიცერის პრემიის მფლობელებისთვის და ასევე გამორჩეული, უმაღლესი რანგის ხელოვანთა თუ მეცნიერთათვის, რის გამოც ეწოდება: “მწვანე ბარათი ექსტრაორდინალური შესაძლებლობების მქონე უცხოელისთვის” (Green Card – Alien of Extraordinary Ability) | 2017.

ლევანის ნამუშევრები დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ცნობილი ადამიანების კერძო კოლექციებშია დაცული, მისი შემოქმედების გამოფენებს კი თან საზოგადოების განსაკუთრებული მოლოდინი და ყოველთვის დიდი ვნებათაღელვა ახლავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები