უზბეკეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე ნოდარ დუმბაძის რომანის მიხედვით დადგმული სპექტაკლის „განძი“ ჩვენება გაიმართა

2022 წლის 7 ივნისს, ქ. ტაშკენტში, უზბეკეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე  ნოდარ დუმბაძის რომანის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონის“ მიხედვით, უზბეკი რეჟისორის მუხტარ რეიმოვის მიერ დადგმული სპექტაკლის „განძი“ ჩვენება გაიმართა.

უზბეკმა მაყურებელმა ფეხზე წამომდგარმა მქუხარე ოვაციებითა და აპლოდისმენტებით გამოხატა თავისი ემოცია. საქართველოს მხრიდან სპექტაკლზე მიწვეული იყო საქართველოს საელჩო უზბეკეთში და ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი და მსახიობი, ევრაზიის თეატრებისა და ფესტივალების ასოციაციის თანადამფუძნებელი ვასილ ჩიგოგიძე.

კაშკადარიის სამხარეო მუსიკალურ – დრამატული თეატრის დასი სპექტაკლით „ჰელადოსი“, ნოდარ დუმბაძის მიხედვით, მონაწილეობას მიიღებს ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში, რომლის იდეის ავტორი, დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი  ვასილ ჩიგოგიძე არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები