ახალი სპორტის სასახლე გრანდიოზული საქველმოქმედო კონცერტით გაიხსნება

11 ივნისს,  20:30 საათზე, ახალი სპორტის სასახლე გრანდიოზული საქველმოქმედო კონცერტით გაიხსნება.

ომით დაზარალებული უკრაინელი ბავშვებისა და ქალების დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო კონცერტში  მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და უკრაინელი არტისტები. მათ შორის: ოლია პოლიაკოვა, ჯგუფი „სახე“, ნანი ბრეგვაძე, თიკა ბალანჩინი & NEW ONE, ანრი ჯოხაძე, ლელა წურწუმია, ნინი ბადურაშვილი, თამარ ივერი, ელისო ბოლქვაძე, ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, თბილისის სიმფონიური ორკესტრი ვახტანგ კახიძის დირიჟორობით, TWINCITY, თბილისის ბავშვთა კაპელა (სამხატვრო ხელმძღვანელი გელა ფარჩუკიძე), გორის ქალთა კამერული გუნდი, ვაჟთა გუნდი მძლევარი, სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი, პატარა სუხიშვილები, თბილისის მოსიარულე დრამერები.

10 000 მაყურებელზე გათვლილი სასახლე მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველო კალათბურთის ევროპის ჩემპიონატს „ევრობასკეტ 2022“ – ს  უმასპინძლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები