10 ივნისს კალათბურთის ტრადიციული ტურნირი „Tbilisi Challange“-ი გაიმართება

მიმდინარე წლის 10 ივნისს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, 3×3 კალათბურთში ტრადიციულად ქცეული ტურნირი – „Tbilisi Challange“-ი გაიმართება. ტურნირი თბილისის კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ტარდება.

აღნიშნული ღონისძიება ყოველწლიურად, ზაფხულში იმართება და ამჯერად ის მეათედ ჩატარდება. „Tbilisi Challange 2022“ გახლავთ მსოფლიო ტურის საკვალიფიკაციო ტურნირი და გამარჯვებული აგვისტოში საზღვარგარეთ, საერთაშორისო შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება. თბილისური ტურნირის საპრიზო ფონდია 3000 ლარი, რომელიც ჩემპიონზე და ტურნირის თანმხლებ კონკურსების გამარჯვებულებზე გადანაწილდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები