საერთაშორისო გამოფენა “London Wine Fair”-ში ქართული ღვინის მწარმოებელი 17 კომპანია მონაწილეობს

7-9 ივნისს, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა “London Wine Fair” იმართება, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 17 კომპანია მონაწილეობს.

აღნიშნული გამოფენა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დიდ ბრიტანეთში, რომელიც ღვინის სფეროში მოღვაწე უამრავ პროფესიონალს იზიდავს. გამოფენას ესწრებიან ღვინის ექსპერტები, ღვინით ვაჭრობის სფეროსა და მედიის წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

London Wine Fair 1981 წლიდან ტარდება და ღვინის სფეროში წლის ერთ-ერთ მთავარ ღონისძიებად არის მიჩნეული. 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები