1-5 ივნისს „თბილისის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრების მეორე საერთაშორისო ფესტივალი“ გამართა

1-5 ივნისს, ეროვნულმა სასახლემ  და საქართველოს ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტმა, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით   გოგი თოდაძის სახელობის „თბილისის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრების მეორე საერთაშორისო ფესტივალი“ გამართა.

ფესტივალის ფარგლებში, 1 ივნისიდან 5 ივნისის ჩათვლით, 12-დან 18 საათამდე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის ფოიეში, მოეწყო  საბავშვო წიგნების გამოფენა-გაყიდვა.

წიგნების გამოფენა-გაყიდვის გარდა, გამომცემლობებმა მრავალფეროვანი ლიტერატურული პროგრამა  შესთავაზეს  მოსულ სტუმრებს. ჩატარდა დისკუსიები, წიგნის პრეზენტაციები, საჯარო ლექციები და შეხვედრები თანამედროვე საბავშვო ქართველ მწერლებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები