სანდრო ონიანი სტაჟირებას Infoblox-ში გაივლის

აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებული სანდრო ონიანი სტაჟირებას Infoblox-ში გაივლის.

სანდრო Fulbright-ის პროგრამის ფინალისტია და სწავლობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, Bentley University-ში, 2-წლიან MBA პროგრამაზე, Information Systems and Technology-ის მიმართულებით.

Bentley University ერთ-ერთ პრესტიჟულ ბიზნესსკოლად ითვლება ბიზნესისა და ტექნოლოგიების  მიმართულებით და იგი მოწინავე ადგილებს იკავებს ისეთ რეიტინგებში როგორცაა: The Princeton Review და Bloomberg’s best b-school.

Infoblox-ში სტაჟირებაც MBA პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და სანდრო Project Manager Intern იქნება მთელი ზაფხულის განმავლობაში, ბიზნესოპერაციების დეპარტამენტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები