ჰააგაში ქართული ხალხური სიმღერების ნიდერლანდურმა სამოყვარულო ანსამბლმა “მერანმა” კონცერტი გამართა

2022 წლის 4 ივნისს, ჰააგის ნოორდერკერკის ტაძარში, საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული ხალხური სიმღერების ნიდერლანდურმა სამოყვარულო ანსამბლმა “მერანმა” კონცერტი გამართა.

გუნდს ხელმძღვანელობდნენ ქართველი დირიჟორი, ქეთევან წიკლაური და მისი ნიდერლანდელი კოლეგა, ივო ბოსვეიკი. საგუნდო პოლიფონიითა და ქართული ხალხური საკრავების გახმოვანებით, მუსიკოსებმა ქართული ფოლკლორის ჰანგები ააჟღერეს.

კონცერტის შემდეგ ქართული სამარკო ღვინოებისა და ტრადიციული კერძების დეგუსტაცია – დაგემოვნება მოეწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები