კიდევ 2 ბრინჯაოს და 3 ვერცხლის მედალი ალბანეთიდან

ალბანეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ქალ ძალოსანთა შორის დასრულდა ასპარეზობა 87 კგ. წონით კატეგორიაში, სადაც საქართველოს ნაკრების წევრმა ანასტასია გოტფრიდმა (87 კგ.) 106 კგ. დაძლია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ძალოსანმა აკვრაში თავი 125/ 129კილოგრამს გაართვა და მე-4 ადგილზე გავიდა. ხოლო კიდევ 1   ბრინჯაოს მედალი  ორჭიდის ჯამში მოგროვილი 235 კილოგრამით მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ აკვრაში მესამეადგილოსანმაც იგივე წონა ასწია რაც ანასტასიამ, თუმცა, ძალოსნობის წესების მიხედვით მედალი მას ენიჭება, ვინც წონა პირველმა დაძლია.

რაც შეეხება მამაკაცებს, გიორგი ჩხეიძემ 3 ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე დასრულდა ასპარეზობა 109 კგ. წონითი კატეგორიაში, სადაც გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით გიორგი ჩხეიძემ ატაცში  167/ 171/ 174 კგ. დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

საქართველოს ნაკრების წევრმა აკვრაშიც შესანიშნავად იასპარეზა,  205/210 კილოგრამის ძლევით ასევე ვერცხლის მედალი მოიპოვა,

იგივე სინჯის მედალს დაეუფლა ორჭიდში მოგროვებული 384 კილოგრამითაც.

აღსანიშნავია, რომ ეს გიორგი ჩხეიძის პირველი მედლებია დიდების ევროპის ჩემპიონატზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები