ანა ქასრაშვილის ნამუშევარი Sony Pictures-ის, Black Label Media-სა და STX Entertainment-ის ფილმში „Devotion“

28 ოქტომბერს კინოეკრანებზე გამოვა Sony Pictures-ის, Black Label Media-სა და STX Entertainment-ის ფილმი “Devotion”-ი, რომლის ერთ-ერთი გამაორკესტრებელია ანა ქასრაშვილია.

Film Composer: Chanda Dancy

Lead Orchestrator: Zuzana Michlerová

Orchestrators: Adam Klemens & Ana Kasrashvili

ანა ქასრაშვილმა 2015 წელს წარმატებით დაამთავრა ვალენსიის ბერკლის კოლეჯის მაგისტრატურა; მიიღო კინომუსიკის ფაკულტეტის გამორჩეული სტუდენტის ჯილდო; Abbey Road-ის სტუდიაში ჩაწერა თავისი სადიპლომო ნამუშევარი.

2015 წელსვე მოიგო კალიფორნიის კინომუსიკის კონკურსი (CAIFF Film Scoring Competition) და „წლის კომპოზიტორი“ ეწოდა.

2016 წელს გახდა ესპანეთის ღვინის კომპანია Juan Gil-ის (ხუან ხილი) 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართული კინომუსიკის I საერთაშორისო კონკურსის ფინალისტი.

2017 წელს, სხვა რჩეულ 11 მონაწილესთან ერთად, ჰოლივუდში კინომუსიკის ერთთვიანი ვორქშოპი გაიარა და იქ შექმნილი კომპოზიცია 20th Century Fox-ის სტუდიაში ჩაწერა.

ანა 2018 წელს გახდა Juan Gil-ის კინომუსიკის II საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული.

2018 წლის შემოდგომიდან კი ანა ქასრაშვილი ვალენსიის ბერკლის კოლეჯის წარმომადგენელია საქართველოში.

ასევე, კინოკომპოზიტორი ანა ქასრაშვილი World Soundtrack აკადემიის წევრი გახდა.

ანა თავად მონაწილეობდა ამ კონკურსში 2020 წელს და, ახალგაზრდა კომპოზიტორების მიერ შექმნილი საუკეთესო, ორიგინალური საუნდტრეკის ნომინაციაში  გაიმარჯვა. კონკურსის დაჯილდოება ბელგიაში, გენტში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები